მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანის ზაიედის პრემიის შესახებ ფილმმა Webby Awards-ზე მთავარი პრიზი მოიპოვა

ადამიანური ძმობის ზაიედის პრემიის შესახებ დოკუმენტურმა სერიალმა ორი Webby მოიპოვა, როგორც მთავარი, ასევე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციებში.

“Armenpress”-ის ცნობით, ამის შესახებ The National იტყობინება.

მრავალსერიიანმა ფილმმა  Heartbeat of Humanity („ადამიანობის გულისცემა“ თარგ.) ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის მთავარი პრიზი მოიპოვა, ხოლო პროექტმა 4 მილიონზე მეტი გულშემატკივრის ხმის მიცემის შედეგად საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

 გამარჯვებულებს პრიზები 11 მაისს ნიუ-იორკში გადაეცემათ.  „ადამიანობის გულისცემა“ მოგვითხრობს „ზაიედის“ პრემიის და მისი ლაურეატების, მათ შორის სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ისტორიას. სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, 4 თებერვალს „ზაიედის“ 2026 წლის ადამიანური ძმობის პრემია გადაეცათ, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობის დამყარების, რეგიონში თანამშრომლობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის დღის წესრიგის თანმიმდევრული წინსვლის აღიარების ნიშნად.

ნახეთ მეტი
Back to top button