მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ დემარკაციის პროცესის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაგრძელებაზე. ფაშინიანი

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ დემარკაციის პროცესის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაგრძელებაზე. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც მმართველი პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატების პროპორციულ სიას ხელმძღვანელობს.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და დე იურე ეს საკითხი მოგვარებულია“, – აღნიშნა მან.

ფაშინიანმა ახსენა ის ფაქტი, რომ 2024 წელს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს და რატიფიცირება გაუკეთეს დემარკაციის კომისიების საქმიანობის შესახებ დებულებას, სადაც ალმა-ათას დეკლარაცია დემარკაციის ფუნდამენტურ პრინციპად იქნა მიღებული.

„ეს ნიშნავს, რომ საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის საზღვრები ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრებად უნდა იქცეს. გამოსავალი სწორედ ეს იქნება“, – განმარტა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button