პოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტებმა ლონდონში სამშვიდობო პროცესი განიხილეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტებმა ლონდონში სამშვიდობო პროცესის განვითარება, შესაძლებლობები და რისკები განიხილეს.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე განაცხადა „სომხური საბჭოს“ ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტმა, „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის კოორდინატორმა, არეგ ქოჩინიანმა.

„ათწლეულების კონფლიქტის შემდეგ, მშვიდობა არა მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების, არამედ ადამიანებს შორის ნდობის გზით შენდება. დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში ახალი შესაძლებლობაა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებებიც ჩაერთონ ამ გზაზე. ლონდონში გამართულ შეხვედრაზე სომეხმა და აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა სამშვიდობო პროცესის ამჟამინდელი ეტაპი, შესაძლებლობები და რისკები განიხილეს“, – წერს ქოჩინიანი.

როგორც არეგ ქოჩინიანმა დასძინა, რომ მდგრადი მშვიდობა დიალოგის, ნდობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გზით ყალიბდება.

ნახეთ მეტი
Back to top button