პოლიტიკა

რა იარაღი აწარმოა სომხეთმა? პროდუქცია წარმოდგენილი იქნება RISE-2026 გამოფენაზე

3-დან 4 ივნისის ჩათვლით, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება ტექნოლოგიური გამოფენა RISE 2026 და ფორუმი. ამ პლატფორმაზე, სომხური საინჟინრო და სამხედრო-სამრეწველო კომპანიები საერთაშორისო პარტნიორებს თავიანთ ინოვაციურ მიღწევებსა და გადაწყვეტილებებს წარუდგენენ. მთავარი მიზანია ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბება და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოება.

სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა მიზანი, რომ მომსახურების მიმწოდებელი (აუთსორსინგი) ქვეყნიდან გადავიდეს საკუთარი ტექნოლოგიური ნაწარმის შემქმნელ  და ექსპორტიორ ქვეყანაზე. ფორუმის მთავარი თემები იქნება თავდაცვის ინდუსტრია, საინჟინრო გადაწყვეტილებები და კიბერუსაფრთხოება.

ნახეთ მეტი
Back to top button