ეკონომიკა

ქაჯარანის გვირაბის მშენებლობის დაწყებას ირანის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრო. ის 6 წელი გაგრძელდება

გაიმართა ქაჯარანის გვირაბის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონია, რომელსაც დაესწრნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი, სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი დავით ხუდათიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სხვა სტუმრები. იტყობინება სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურების სამინისტრო.

სტუმრებმა თავდაპირველად დაათვალიერეს ქაჯარანი-აგარაკის 32 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე უკვე გათხრილი ორი გვირაბი და გაეცნენ შესრულებული სამუშაოების უზარმაზარ მოცულობას.

დათვალიერების შემდეგ გაიმართა ქაჯარანის გვირაბის მშენებლობის კონტრაქტის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია.

ქაჯარანის გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის სამხრეთი მონაკვეთის უმეტესი ნაწილის სრულად ფუნქციონირების საშუალებას იძლევა, რაც პრიორიტეტულად ითვლება.

ქაჯარანის გვირაბის მშენებლობით, ამჟამინდელი მარშრუტი დაახლოებით 14 კმ-ით შემცირდება, სატრანსპორტო საშუალებების საშუალო სიჩქარე 50 კმ/სთ-დან 80 კმ/სთ-მდე გაიზრდება, ხოლო მგზავრობის დრო დაახლოებით 40 წუთით შემცირდება.

გვირაბი გვერდს აუვლის მეღრის უღელტეხილს, რომელიც ზღვის დონიდან 2,535 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების დონეს, ასევე შექმნის შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ ზამთარში მეღრის უღელტეხილის გამტარიანობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სირთულეები.

ქაჯარანის გვირაბის მშენებლობის პროექტი განხორციელდება სტაბილიზაციისა და განვითარების ევრაზიის ფონდის მიერ გამოყოფილი 200 მილიონი აშშ დოლარის სესხით და სომხეთის რესპუბლიკის დაახლოებით 195 მილიონი აშშ დოლარის თანადაფინანსებით.

სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დაიწყება და მისი დასრულება 6 წლის განმავლობაში იგეგმება.

პროექტის ფარგლებში აშენდება არა მხოლოდ ქაჯარანის გვირაბი, რომლის საერთო სიგრძე 7.2 კმ-ია, არამედ დაახლოებით 4 კილომეტრიანი მისასვლელი გზებიც.

გვირაბის შიგნით ასაშენებელ გზას ექნება ორი საგზაო ზოლი და ტროტუარები, რომელთა საერთო სიგანე 10.6 მეტრი იქნება.

ავტომობილების სასწრაფო გაჩერების უზრუნველსაყოფად, გვირაბის საგზაო ზოლის დამატებით 3 მეტრით გაფართოება იგეგმება ყოველ 250 მეტრში. ასევე, გვირაბის ქვეშ აშენდება გასასვლელი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ევაკუაციისთვის.

ქაჯარანის გვირაბისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის კონტრაქტი გაფორმდება ირანულ ერთობლივ საწარმო „Abat Rahan Pars International Group“-თან და „Tunnel Sad Ariana“-სთან.

ქაჯარანის გვირაბის მშენებლობის პროექტს აფინანსებს სტაბილიზაციისა და განვითარების ევრაზიის ფონდი და სრ მთავრობა.

ნახეთ მეტი
Back to top button