
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი დაიწყო, პირველი გაჩერება კი აზერბაიჯანი იქნება. იქიდან ის 2 ივლისს სომხეთში გაემგზავრება. ევროკომისიის პრეზიდენტს თან ახლავს ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსი.
ვიზიტის მთავარი მიზანია რეგიონში ბრიუსელის სტრატეგიული ჩართულობის გაღრმავება, სატრანსპორტო კავშირების განვითარება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა.
ხუთშაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. ეს ფონ დერ ლაიენის ერევანში მეორე ვიზიტია ბოლო ორი თვის განმავლობაში.







