
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი ცდილობს სომხეთზე ზეწოლას, რათა ის ევროკავშირთან ზედმეტად არ დაახლოვდეს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ამაში მხარს დაგიჭერთ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გაფართოებული შეხვედრის დროს განაცხადა.
„მე აქ ვარ იმისთვის, რომ ცალსახად განვაცხადო, რომ თუ რუსეთი თავის ბაზარს სომხური პროდუქციისთვის დახურავს, ევროკავშირი კარს გაუღებს სომხურ პროდუქტებს ევროკავშირის 450 მილიონი მომხმარებლის ბაზარზე.
ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეგობრებს სამშვიდობო პროცესში. ასევე გვსურს ინვესტიციების ჩადება დამაკავშირებელ პროექტებში, რომლებიც ევროკავშირს სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. ხოლო სომხეთი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, სასიცოცხლო როლს ასრულებს.
„ჩვენ ახლა 200 მილიონი ევრო გამოვყავით, რომლის გაზრდაც ორ მილიარდამდე შეგვიძლია“, – თქვა ლაიენმა.







