მთავარისაზოგადოება
სომხეთი შევიდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებმაც 2019 წელში სამხედრო დანახარჯებისათვის გამოყვეს მშპ-ს 4%

სომხეთი და აზერბაიჯანი შევიდნენ იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებმაც 2019 წელს მშპ-ს 4% გამოჰყვეს სამხედრო ხარჯებისთვის. სტოკჰოლმში მოქმედი „მშვიდობის საკითხთა საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის“ (SIPRI) წლიური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს, სომხეთმა თავისი მშპ-ს 4.9% დახარჯა სამხედრო ხარჯებზე, ხოლო აზერბაიჯანმა 4%.
ჩამონათვალს სათავეში უდგას ომანი, რომელმაც ამ ხარჯებისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8% დახარჯა, შემდეგ მოდის საუდის არაბეთი – 8%, ქუვეითი – 5.6%, ისრაელი – 5.3%, იორდანია. 4.7%, ლიბანი – 4.2%, ალჟირი – 6%, პაკისტანი – 4%.
შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და საუდის არაბეთი არიან იმ ხუთეულთა შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს გასულ წელს სამხედრო შეიარაღებაზე.







