კულტურასაზოგადოება
სომხეთის ჯაზის ასოციაცია წელს ჯაზის საერთაშორისო დღეს ვირტუალურ სივრცეში აღნიშნავს

სომხეთის ჯაზის ასოციაციამ, რომელმაც 2019 წელს ჯაზის საერთაშორისო დღეზე წარმოადგინა საკონცერტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი სომეხი ჯაზ- მუსიკოსები და ცნობილი კუბელი პიანისტი გონსალო რუბალკაბა, წელს დღესასწაულს ვირტუალური კონცერტით აღინიშნავს.
“არმენპრესი” -ის ცნობით ლუსინე სარგსიანი, კარენ გრიგორიან – ტრიო, “ახალი კვინტეტი”, რაფაელ პეტროსიან – ტრიო, ვაჰაგნ ჰეტრაპეტიანი -ჯაზ ტრიო, არმენ ჰიუსნუნც -კვარტეტი, “Birds”-ი და ლევონ მალხასიანი მიიღებენ მონაწილეობას პირდაპირ ეთერში გამართულ კონცერტში , რომელიც 30 აპრილს გაიმართება.







