რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ღრმად შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკების გამო და მხარეებს მოუწოდებს თავშეკავებისა და ცეცხლის შეწყვეტაისაკენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“. „, ჩვენ უკვე სხვადასხვა დონეზე ვთქვით, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზად ვართ შევთავაზოთ შუამავლის როლი კონფლიქტის მოსაგვარებლად. თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ინტენსიური სატელეფონო საუბარი ჰქონდა კოლეგებთან ბაქოსა და ერევანში. სწორედ ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება“, – თქვა პესკოვმა.
მსგავსი სტატიები
ინდოეთი გამოეხმაურა აზერბაიჯანის კრიტიკას სომხეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით
26.04.2024, 21:05
საერთაშორისო ზეწოლის ნაკლებობა ალიევს საშუალებას აძლევს, საფრთხე შეუქმნას რეგიონულ სტაბილურობას – პანსომეხთა კავშირი
26.04.2024, 19:24