
18 ნოემბერს, შეერთებული შტატებიდან და საფრანგეთიდან მოსკოვში ჩამოსული დიპლომატები განიხილავენ ყარაბაღის კონფლიქტს. ამის შესახებ RIA Novosti-ს განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ.
”რუსეთის მხრიდან შეხვედრას მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ პოპოვი”, – განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს მოსკოვში გაიმართება შეხვედრა დიპლომატებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.







