მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს არცახში არსებულ ვითარებაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არაა აივაზიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ ლუიჯი დი მაიოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიიღო რა  იტალიელი კოლეგის მილოცვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნასტან დაკავშირებით, მინისტრმა აივაზიანმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ძალისხმევა განხორციელდება სომხეთ-იტალიის ორმხრივი დღის წესრიგის გამდიდრებისა და ეფექტურობისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანული აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებებზე და არცახის  რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის მიერ ტყვეების არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გამოვლინებები.

სატელეფონო საუბრისას მინისტრმა აივაზიანმა აღნიშნა, რომ არცახისა  და სომხეთისწინააღმდეგ  გაჩაღებულ ომში თურქეთს ყველაზე მეტად უშუალო მონაწილეობა აქვს აზერბაიჯანისთვის უპირობო სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერაში და ახლო აღმოსავლეთიდან რეგიონში სხვა შეიარაღებული ტერორისტების გადაყვანაში.

კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში, არა აივაზიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთისთვის პრიორიტეტად რჩება აზერბაიჯანის ხალხის უფლებების სრული და სამართლიანი განხორციელება, თვითგამორკვევის უფლების ჩათვლით.

საუბრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოიაზრებენ  მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button