კულტურა

აზერბაიჯანს ჯერ კიდევ არ გამოუთქვამს თანხმობა იუნესკოს მისიის გაგზავნაზე არცახში

იუნესკოს ჯერ არ მიუღია პასუხი აზერბაიჯანისგან, ორგანიზაციის საექსპერტო მისიის გასაგზავნად არცახში. ,,რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა კულტურის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილემ ერნესტო ოტონემ.

მანამდე, 20 ნოემბერს, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, შესთავაზა საექსპერტო მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

”ამ დროისთვის ჩვენ მხოლოდ აზერბაიჯანის პასუხს ველოდებით, რათა იუნესკომ შეძლოს მისიის გაგზავნა”, – აღნიშნა ოტონემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მათ არაერთხელ მიმართეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მაგრამ ამაოდ.

”ყოველდღე რთულდება კულტურული ფასეულობების მდგომარეობის შეფასება, განსაკუთრებით ამინდის პირობების გათვალისწინებით, რაც  უახლოეს კვირებში გაუარესდება. ცეცხლის შეწყვეტის შედეგად გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა აღარ უნდა დაიხუროს. ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება აუცილებელი პირობაა სტაბილური და ძლიერი სამყაროს შექმნისთვის. ჩვენ ველოდებით ბაქოს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩატარებული კონსტრუქციული დისკუსიები პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდეს”, – აღნიშნა ოტონემ.

ნახეთ მეტი
Back to top button