პოლიტიკა
გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“ (“სომხეთის რესპუბლიკა”): ბაქო თავს ესხმის რუსეთის “გაზის მონოპოლიას”

”აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გასულ კვირას გაფორმებულ ხელშეკრულებას შეღავათიანი პირობებით 200 მილიონი კუბური მეტრის გაზის შესყიდვის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არცახის ომის ფონზე. ფენომენი შეიძლება შეფასდეს, როგორც კომპენსაცია ომის დროს საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის. აზერბაიჯანმა უნდა დააფასოს ის ფაქტი, რომ საქართველომ აკრძალა სამხედრო სატვირთო თვითმფრინავების ფრენა მისი საჰაერო სივრცით, ხოლო იარაღით დატვირთული თვითმფრინავები თავისუფლად მიფრინავდნენ აზერბაიჯანში ისრაელიდან, თურქეთიდან, ლიბიიდან და უკრაინიდან. ამასთან, ამ ხელშეკრულებას სხვა კონტექსტი აქვს. ეს მიმართულია რუსეთის ქართულ ბაზარზე დაბრუნების ბოლოდროინდელი მცდელობის წინააღმდეგ“, – წერს გაზეთი.







