
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო დემარკაციის მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით ახალი წინადადებებით გამოვიდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში განაცხადა.
„მათ სურთ კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ეს წინადადებები ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა მან. პრემიერმა რუს კოლეგასთან დეტალების გარკვევა სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს დაავალა. შევეცადოთ ვიმოქმედოთ რუსეთის ფედერაციის წინადადებების ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.
გუშინ ეროვნულ ასამბლეაში კითხვა-პასუხის დროს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2021 წლის მაისიდან რუსეთის ფედერაციამ სამი წინადადება შემოიტანა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით და სამივე, ფაქტობრივად, სომხეთის მხარისთვის მისაღები იყო.







