საზოგადოება
სომხეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

სომხეთში 1-7 აგვისტოს პერიოდში გაკეთდა 4115 ტესტირება, დაფიქსირდა კორონავირუსის 1849 შემთხვევა.
“არმენპრესის” მიხედვით, სრ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 7 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1352-ია. ამ დროისთვის მკურნალობს 2161 მოქალაქე.
საერთო ჯამში, სომხეთში ეპიდემიის პერიოდში 3 მილიონ 165 ათას 287 ტესტირება გაკეთდა, დადასტურდა კორონავირუსის 428 ათას 648 შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 416 ათას 161-ია, დაიღუპა 8 ათას 637 მოქალაქე.
წინა 7 დღიანი პერიოდის განმავლობაში, 25-დან 31 ივლისამდე, ტესტირება ჩაუტარდა 6487 მოქალაქეს, კორონავირუსის დაავადება 1434 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დრომდე შემთხვევათა რაოდენობა 1000-ს არ აღწევდა.







