საერთაშორისო
სახელმწიფო 10 505 ჰა-ზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ყიდის

როგორც netgazeti.ge წერს, საქართველოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ელექტრონული აუქციონით ყიდის ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-პოლიმეტალები) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიას.
ლიცენზიით სარგებლობის ვადა 30 წელია, ხოლო ტერიტორიის ფართობი 10 505 ჰექტარზე მეტია.
სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფასი 3 მილიონი ლარია, თუმცა, ამ დროისთვის, არცერთ დაინტერესებულ მხარეს წინადადება არ წარმოუდგენია. აუქციონის დასრულებამდე 5 დღეა დარჩენილი.







