
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელ თანათავმჯდომარეს, კავკასიის მოლაპარაკებების უფროს მრჩეველს ფილიპ რიკერს. „ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელ თანათავმჯდომარესთან, კავკასიის მოლაპარაკებების უფროს მრჩეველთან ფილიპ რიკერთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ“, – წერს არარატ მირზოიანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე და თანათავმჯდომარესთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.







