საერთაშორისო
საქართველოში დაიწყო ერთობლივი სამხედრო წვრთნები საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის

სოფელ მუხროვანში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმების ერთობლივი სამხედრო წვრთნები „კავკასიის არწივი-2022“ დაიწყო.
“არსენპრესის” ცნობით ამ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ „კავკასიური არწივის“ ერთობლივი წვრთნები, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სპეცრაზმი მონაწილეობს, ყოველწლიურად იმართება.







