
სომხეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ. როგორც “არმენპრესი” ავრცელებს “Mehrnews”-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ თეირანში განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ირანის პრეზიდენტის რაისის მიდგომას ირანის სომხური თემის მიმართ.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა შეიძლება იყოს სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაარსებობის ნათელი და ცალსახა სიმბოლო.
შეაფასა რა კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ირანის პრინციპული შეხედულებები, ფაშინიანმა განაცხადა. „მე ვაცნობე ბატონ რაისს სოჭის სამმხრივი შეხვედრის შესახებ და ვეთანხმები ირანის პრეზიდენტის მოსაზრებებს რეგიონში სტაბილური მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების შესახებ“.







