კოალიციამ, რომელსაც ამერიკული სომხური ორგანიზაცია „ჰაი დატი“ ხელმძღვანელობდა, ჩაშალა მეჰმედ ოზის აშშ-ის სენატის წევრად არჩევა

ამერიკის ბერძნული, ებრაული, ქურთული და სხვა სათემო ორგანიზაციებისაგან შემდგარმა კოალიციამ გრძელვადიანი ძალისხმევის შედეგად, ამერიკული სომხური ორგანიზაცი „ჰაი დატი“-ს ხელმძღვანელობით, შესაძლებელი გახადა თურქეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პოლიტიკოსის ეროვნებით თურქის და თურქეთის მოქალაქის მეჰმედ ოზის აშშ-ს სენატის წევრად არჩევის ჩაშლა.
ოზი, თურქეთის მმართველ ელიტასთან დაუფარავი კავშირების გარდა, ასევე ცნობილია სომხების გენოციდის უარყოფით. მეჰმედ ოზის სენატორად არჩევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შექმნას, როგორც ამერიკაში სომხური თემისთვის, ასევე სომხურ-ამერიკული ურთიერთობებისთვის.
საარჩევნო კამპანიისას მნიშვნელოვანი მუშაობა ჩატარდა ამომრჩევლებთან, გამოავლინეს ოზის რეალური კავშირები, პოლიტიკური წარმომავლობა და შეუსაბამობა ამერიკულ პოლიტიკურ კულტურასთან, ფართოდ გამოიყენეს სოციალური მედიის შესაძლებლობები, რის შედეგადაც ოზის რეალური მიზნებისა და წარსულის ამსახველმა ვიდეომ უმოკლეს დროში მილიონობით მნახველი შეკრიბა.
პენსილვანიის არჩევნების შედეგად შტატიდან აირჩიეს ჯონ ფეტერმანი, რომელიც აშკარა არმენომეტური პოლიტიკით გამოირჩევა.







