პოლიტიკა

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე | კობახიძე ევროკავშირს ადანაშაულებს

,,მთავარი არხი” წერს, რომ მორიგი ბრალდება დასავლეთის მისამართით. ირაკლი კობახიძე საქართველოდან მიგრაციის დიდ ნაკადს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას უკავშირებს. მმართველი პარტიის ლიდერმა არგუმენტი, რომ მოსახლეობის შემცირება თურმე საზღვრების გახსნით არის გამოწვეული, სრულიად მოულოდნელად გაახმოვანა, მაგრამ ხელისუფლების ოპონენტების აზრით, არ არის გამორიცხული, ამაში “ქართული ოცნების” პოლიტიკური ჩანაფიქრიც იყოს.

ემზადება თუ არა ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადასახედად – ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კობახიძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი კრემლის ინტერესებში მოქმედებს.

ნახეთ მეტი
Back to top button