მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა – განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა. ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს.

საუბარი შეეხო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ, ეკოლოგიურ და ენერგეტიკულ კრიზისს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ მის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯების განხორციელების საკითხს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის განბლოკვასთან დაკავშირებით.

განიხილეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 11 იანვარს, 26 ნოემბერს და 2022 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button