პოლიტიკა

წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის  შეიარაღებულმა ჯგუფმა გადმოკვეთა სომხეთის  საზღვარი და გაიტაცა სამხედრო მოსამსახურეები

წინასწარი მონაცემებით, მოწინააღმდეგის შეიარაღებულმა ჯგუფმა გადმოკვეთა სომხეთის საზღვარი და გაიტაცა სამხედროები. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის  საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სამხედრო მოსამსახურეების გატაცების გარემოებების სრულად გარკვევის მიზნით ტარდება საჭირო ფართომასშტაბური  ოპერატიული ღონისძიებები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 მაისს, 19:00 საათიდან შეწყდა კომუნიკაცია შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურესთან, რომლებიც ამარაგებდნენ სასაზღვრო  ძალების საბრძოლო პოზიციებს საკვებით.სომხეთის  შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის მიერ მართული ავტომანქანა პოზიციებთან ახლოს  გზაზე იპოვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button