პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დამცველი: ლაჩინის გზის ბლოკირება მთიან ყარაბაღში საგანგებო ჰუმანიტარულ მდგომარეობას იწვევს

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის გზის ბლოკადა, რომელიც უკვე 8 თვეა გრძელდება, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ საგანგებო მდგომარეობას, ტანჯვასა და გაჭირვებას იწვევს. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როტმა დაწერა თავის მიკრობლოგ X-ში (Twitter).
”მან დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და შეაჩეროს ძირითადი საქონლის ტრანსპორტირებისა და თავისუფალი გადაადგილების ბლოკირება”, – თქვა როტმა, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა გაეროს ექსპერტების მიმართვა ბაქოში ლაჩინის დერეფნის განბლოკვის შესახებ.







