ეკონომიკა
სომხეთში გაზის ფასი საზღვარზე 2024 წელს არ შეიცვლება – ვიცე-პრემიერი

რუსეთიდან სომხეთში შემოტანილი გაზის ფასი 2024 წელს არ შეიცვლება, შესაბამისად, მომხმარებლისთვის ტარიფიც არ შეიცვლება.
ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა “Armenpress”-თან საუბარში განაცხადა.
„ამ დროისთვის გვაქვს მკაფიო ინფორმაცია, რომ 2024 წელს საზღვარზე გაზის ფასი არ შეიცვლება. და დარწმუნებული ვარ, ამის მიხედვით არც ტარიფი შეიცვლება“, – განაცხადა გრიგორიანმა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სომხურმა „გაზპრომმა“ უკვე გააფორმა 2024 წლის კონტრაქტი „გაზპრომის“ სათაო კომპანიასთან, რომელიც ფასის ცვლილებას არ ითვალისწინებს.
სომხეთის საზღვარზე რუსული გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 165 დოლარია.







