
ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
ამის შესახებ ირანის ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ სომხეთის პარლამენტში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველაფერი, რაც არღვევს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენთვის მიუღებელია“,- განაცხადა სობჰანიმ.







