საერთაშორისო
ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა

როგორც ქართული მედია წერს, დასატურდა ის ფაქტი, რომ ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.
„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაშავდა, სულ მცირე, 24 ადამიანი.







