საზოგადოება
აზერბაიჯანში უკრაინის მოქალაქეების ყალბი პასპორტები დაამზადეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აცნობა, რომ აღმოაჩინა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც უკრაინის მოქალაქეების ყალბ პასპორტებს ამზადებდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცნობეს APA-ს, გამოაშკარავებული იყო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა, რომელიც „რეგიონის სახელმწიფოებს შორის ბოლო წლებში განვითარებული პროცესების ბოროტად გამოყენებით აზერბაიჯანის მოქალაქეებს უკრაინასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს უკანონოდ გასცემდა, რათა მათ შეეძლოთ უკრაინის მოქალაქეებად ეცხოვრათ სხვადასხვა ქვეყნებში, მიეღოთ თავშესაფარი, თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ უვიზოდ“.
ყალბი დოკუმენტების ღირებულება 30 000 აშშ დოლარი იყო. ჯგუფის სავარაუდო წევრები დააკავეს.









