
სომხეთში აშშ-ის საელჩო თავის ოფიციალურ X გვერდზე იტყობინება, რომ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კრისტინა ქუინი შეხვდა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ახალ მინისტრს მხიტარ ჰაირაპეტიანს, განიხილეს აშშ-სრ თანამშრომლობა მაღალტექნოლოგიური ვაჭრობის, კიბერუსაფრთხოების და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროებში.
„ინოვაციები იყო და არის სომხეთის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა და ითამაშებს მნიშვნელოვან როლს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში“, – განაცხადა ელჩმა კუინმა.







