
ტავუშიდან დემარკაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამის შესახებ „თავისუფლებას“ ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ოფისში განუცხადეს.
ვიცე-პრემიერის უწყების ცნობით, ორი ქვეყნის კომისიებს არ მიუღიათ რაიმე გადაწყვეტილება და შეთანხმება რიგ საკითხებზე, მათ შორის, ტავუშის რეგიონიდან დემარკაციის დაწყებაზე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტავუშის რეგიონში ადრე ვიზიტისას მოსახლეობას აცნობა, რომ, სავარაუდოდ, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ტავუშის რეგიონიდან დაიწყება.







