პოლიტიკა
აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი ტყვეების წამებას. თურქი ჟურნალისტი

აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი ტყვეების წამებას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თურქმა ჟურნალისტმა უზაი ბულმა. „ვიკენ ეულჯეჯიანი არის 45 წლის სომეხი პატიმარი ლიბანიდან, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფება 2020 წლის ნოემბრიდან. ვიკენი ამჟამად სასჯელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციხის იზოლატორში იხდის. იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხე ემუქრება მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მისი ოჯახი უკიდურესად შეშფოთებულია“, – აღნიშნა უზაი ბულმა.







