მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უნდა გახდეს მშვიდობიანი ცხოვრების სწავლის   ერთ-ერთი ინსტრუმენტი   –  ფაშინიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს არ აქვთ მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილება და ცოდნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სხდომის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამის სწავლის გარეშე მშვიდად ცხოვრება შეუძლებელია.

„სომხეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან კონფლიქტში იყვნენ და პოლიტიკური მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პრინციპების მიღმა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა: ისწავლონ მშვიდობიანად ცხოვრება, რაც ძალიან რთული პროცესია, რადგან, ვიმეორებ, არც ჩვენ,  არც აზერბაიჯანმა არ იცის ეს როგორია. აზერბაიჯანის შემთხვევაში სომხეთთან, სომხეთის შემთხვევაში აზერბაიჯანთან მშვიდობიანად ცხოვრება უცნობი ფენომენია. არ ცოდნას კი  მოაქვს გაურკვევლობები, შეშფოთება, დაძაბულობა, რომელსაც  გასაგებად აყალიბებთ და აღიქვამთ თქვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ხოლო ისტორიული გამოცდილება ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. სწორედ აქ ჩნდება სწავლის მოთხოვნილება, რადგან კაცობრიობის ისტორიის ისტორიულ გამოცდილებას უნდა ეთქვა და დაერწმუნებინა კაცობრიობა, რომ კოსმოსში ფრენა შეუძლებელია და ეს ნამდვილად შეუძლებელი იყო მანამ, სანამ კაცობრიობამ არ ისწავლა კოსმოსში ფრენა, ახლა კი კოსმოსში ფრენით  ვერავის გააკვირვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში საჭიროა ინსტრუმენტები, რათა ვისწავლოთ მშვიდობიანი ცხოვრება.

„ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიებზე ხსნიან გზებს, რკინიგზას, მილსადენებს, ელექტრო ხაზებს, კაბელებს, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის,  სუვერენიტეტის,  თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპით“, – აღნიშნა პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი ამ დღეებში დაიწყო და უნდა გახდეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობიან ცხოვრებას ასწავლის.

ნახეთ მეტი
Back to top button