პოლიტიკა

აზერბაიჯანის მიერ ტერმინის „ზანგეზურის დერეფნის“ გამოგონება და დაწესება ხელოვნურია  – ესპანეთის კონგრესის წევრი

ბოლო წლებში ბევრს საუბრობენ სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის აუცილებლობაზე. აზერბაიჯანი სომხეთისგან ე.წ. „ზანგეზურის დერეფანს“ ითხოვს, იმუქრება ძალის გამოყენებითაც. ამ თემაზე „არმენპრესი“ ესპანეთის კონგრესის წევრ ჯონ ინიარიტუს ესაუბრა.

დეპუტატის თქმით, ისტორიულად, რეგიონში ერთადერთი აღიარებული დერეფანი ლაჩინის დერეფანი იყო, რომელიც სომხეთის მთიანი ყარაბაღთან  დასაკავშირებლად შეიქმნა. ლაჩინის დერეფანი შედიოდა 2020 წლის ნოემბერში რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმებების ნაწილად, რომელიც მიზნად ისახავდა უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფას და სომხური მოსახლეობის იზოლაციის აღკვეთას არცახში. ინიარიტუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ქმედებები ცხადყოფს ამ შეთანხმებების აშკარა უგულებელყოფას.

„ლაჩინის დერეფნის ბლოკადა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისები, მათ შორის ქალების, მოხუცების და ბავშვების შიმშილი და სომხების იძულებითი გასახლება არცახიდან, არის ეთნიკური წმენდისა და ომის დანაშაულების ფორმა. ეს ცხადყოფს აზერბაიჯანის რეჟიმის ცივსისხლიან მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ძალის და ტანჯვის გზით მიაღწიოს მიზანს  და არა მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზით“, – განაცხადა ჯონ ინიარიტუმ.

დეპუტატმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის მიერ ტერმინის „ზანგეზურის დერეფნის“ გამოგონება და დაწესება ხელოვნურია, რომლის მიზანია შემდგომი ტერიტორიული ამბიციებისა და ექსპანსიონისტური მისწრაფებების საბაბის შექმნა.

„ეს ტაქტიკა ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობასა და სამშვიდობო ძალისხმევას.  მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მხრივ  ასეთი ქცევის აღიარება და დაგმობა“, – დაასკვნა ჯონ ინიარიტუმ.

ნახეთ მეტი
Back to top button