ეკონომიკა
ჩვენ მივდივართ ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით – სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

18 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა სომხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვალერი ლობახი მიიღო.
განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.
„ჩვენ მივდივართ ეკონომიკური დივერსიფიკაციის გზით, ვავითარებთ ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ურთიერთობებს ტრადიციულ პარტნიორებთან“, – აღნიშნა გევორგ პაპოიანმა.







