მთავარიპოლიტიკა

გამოკითხვა აზერბაიჯანში: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მომხრეა გამოკითხულთა 83,8 პროცენტი

აზერბაიჯანის სოციალური კვლევის ცენტრმა მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაეგო საზოგადოებრივი აზრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივების შესახებ.

როგორც აზერბაიჯანული მასმედია იუწყება, კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 2024 წლის  ივნისში ჩატარდა გამოკითხულთა 83,8 % უპასუხა „დიახ, მხარს ვუჭერ“ კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“, 13,5 %  უპასუხა „არა, მე არ ვუჭერ მხარს“,  2,7 % გაუჭირდა საკუთარი აზრის გამოხატვა.

გამოკითხვა ჩატარდა 18 წლის და უფროსი ასაკის 1152 რესპონდენტში. გამოკითხვები ანონიმურად ჩატარდა. რესპონდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცდომილების ზღვარი არის 3 პროცენტი 95 პროცენტიანი ნდობის ინტერვალით.

ნახეთ მეტი
Back to top button