პოლიტიკა

კავკასიას ირანისთვის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აბას არაღჩი

კავკასიას ირანისთვის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალური ქსელის X-ის ბლოგში დაწერა, სადაც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრის შედეგები შეაჯამა.

„გუშინ და დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მომილოცეს ტელეფონით. კავკასიის რეგიონს ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ისტორიულმა, კულტურულმა და გეოგრაფიულმა სიახლოვემ გააორმაგა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობა“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button