ერევანი-კაპანი-ერევანი რეგულარული ფრენების სიხშირე იზრდება

ერევანი-კაპანი-ერევანი ავიატრანსპორტის განმახორციელებელი ავიაკომპანია Novair 2 სექტემბრიდან გაზრდის ერევანი-კაპანი-ერევანის რეგულარული ფრენების სიხშირეს.
Novair Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ჰაირაპეტ სარგსიანმა NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში განმარტა, რომ რეისები კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება.
ამჟამად ფრენები ორშაბათს და პარასკევს სრულდება. სარგსიანმა დასძინა, რომ ერევნიდან კაპანის მიმართულებით რეისი 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო კაპანი-ერევანი 12:00 საათზე.
„ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ცალმხრივი 20 ათასი დრამია“, – განაცხადა მან.
ცალმხრივ ფრენას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ფრენების სიხშირის ზრდა განპირობებულია მგზავრთა ნაკადის და მოთხოვნის ზრდით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სიუნიქის აეროპორტიდან და ნოვაირის ერევნის ოფისიდან საიათ-ნოვას გამზირზე #29.
ერევანი-კაპანი-ერევანი რეგულარულ რეისებს გასული წლის აგვისტოდან ახორციელებს ჩეხური წარმოების L410 თვითმფრინავით, რომელიც გათვლილია 15 მგზავრზე.
სიუნიქის აეროპორტის დირექტორმა კარენ ვარდანიანმა თავის მხრივ დაარწმუნა, რომ მგზავრთა გადაყვანის შეფერხების არანაირი ინციდენტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. მან დასძინა, რომ ფრენებზე მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვანი შეფასებაა იმისა, რომ საზოგადოების ეჭვები უსაფრთხოების შესახებ გარკვეულწილად გაქრა.
„მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბილეთების ყიდვის და სერვისით სარგებლობის მსურველთა გარკვეული ნაწილი ამას ვერ ახერხებს. თვითმფრინავის დატვირთვამ ბოლო თვეებში 100%-ს მიაღწია. ამ კუთხით ჩვენ, ავიაკომპანია Novair-თან ერთად, ეტაპობრივად ვზრდით ფრენების სიხშირეს და მიზნად ისახავს სამომავლოდ ყოველდღიური ფრენების განხორციელებას“, – აღნიშნა ვარდანიანმა.
მისი თქმით, აეროპორტის ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება. ეს ეხება როგორც ტექნიკურ, ასევე საკადრო საკითხებს. „დღევანდელი რესურსები გვაძლევს საშუალებას კვირაში რამდენიმე ფრენა შეფერხების გარეშე განვახორციელოთ“, – განაცხადა აეროპორტის დირექტორმა.

ჯერ კიდევ მარტში სიუნიქის აეროპორტში დამონტაჟდა ღრუბლის ქვედა ფენის სიმაღლის საზომი ახალი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ფრენის უსაფრთხოება და მნიშვნელოვნად შეამციროს ფრენების გაუქმება.
მუშაობა ამ მიმართულებითაც გრძელდება.
ჰაირაპეტ სარგსიანმა განმარტა, რომ საერთაშორისო ფრენების განსახორციელებლად აეროპორტს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სტატუსი და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი. კარენ ვარდანიანმა დასძინა, რომ ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა.
ამასთან, მან შეახსენა სომხეთის მთავრობასა და სს „სომხეთის საერთაშორისო აეროპორტებს“ შორის კონსეციური ხელშეკრულების არსებობა, რაც გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს.
„სიუნიქის აეროპორტის საერთაშორისო სტატუსის მიღების გზაზე აუცილებელია ამ შეზღუდვების მოხსნა. თუ ეს სამართლებრივი პრობლემა მოგვარდება, მცირე ტექნიკური ცვლილებების განხორციელების შემდეგ სიუნიქის აეროპორტს შეუძლია საერთაშორისო სტატუსის მიღება“, – განაცხადა ვარდანიანმა.

მისივე თქმით, სამართლებრივი საკითხების მოგვარების შემდეგ რჩება მცირე ტექნიკური ცვლილებები, რათა სიუნიქის აეროპორტმა საერთაშორისო სტატუსი მიიღოს.







