პოლიტიკა

ბაირამოვმა გაეროში გამოსვლისას სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერება ბაქოს დამსახურებად მიიჩნია

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის  ზოგად  დისკუსიებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქოს ერევანთან შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერება ბაქოს დამსახურებააო.  ბაირამოვის გამოსვლის ტექსტს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბაირამოვის თქმით, „სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტამ და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ სრულიად ახალი პირობები შექმნა სამხრეთ კავკასიაში. პირველად ათწლეულების განმავლობაში, რეგიონში სტაბილურობა მიღწეულია და დე ფაქტო მშვიდობა დამყარებულია.

„აზერბაიჯანმა გამოიჩინა პოლიტიკური სიბრძნე და ნება სომხეთისთვის მშვიდობის შეთავაზებით თანაბარ პირობებში, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარებისა და პატივისცემის საფუძველზე. გასული წლის განმავლობაში, პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების გზით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს მოგვარების პროცესში, კერძოდ, ორმხრივი შეთანხმების მომზადებაში, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხში, ასევე ნდობის აღდგენისადმი მიმართული ღონისძიებების შემუშავებაში“, – განაცხადა მან.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს თავისი ქვეყნის სასტიკ სამხედრო აგრესიაზე არცახისა  და სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, 100 ათასზე მეტი არცახელი  სომეხის იძულებით გადასახლებაზე, სომხური ისტორიული და კულტურული ძეგლების განადგურებაზე ან მათი წარმოშობის ისტორიის გაყალბებაზე, ისევე როგორც 2020 წლის აგრესიის შემდეგ  სომეხი სამოქალაქო პირების და ჯარისკაცების სასტიკი მკვლელობების, სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის, სომხეთის ცალმხრივი დათმობების შესახებ და მრავალ სხვა საკითხზე. 

ნახეთ მეტი
Back to top button