აზერბაიჯანის პრეზიდენტი, როგორც „ნდობის ღონისძიება “ მოითხოვს სომხეთის ხელისუფლებისაგან ეროვნული გმირების წინააღმდეგ სასამართლო საქმე დაიწყოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც უკვე თავი დაკარგა მიღწეული წარმატებისაგან, როგორც „ნდობის ღონისძიება “ მოითხოვს სომხეთის ხელისუფლებისაგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს სომხეთის მთიანი ყარაბაღის ომში მონაწილე ეროვნულ გმირებს.
შეგახსენებთ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანმა დაიწყო სისხლიანი ომი მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ. ორწლიანი ომის შედეგად მთიან ყარაბაღმა შეძლო აზერბაიჯანისთვის დაეწესებინა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც გაგრძელდა 2023 წლის სექტემბრამდე. შუალედებსი იყო 2016 წლის ოთხდღიანი და 2020 წლის 44-დღიანი ომები, რასაც მოჰყვა 2023 წელში მთიანი ყარაბაღის სრული ოკუპაცია და 140 ათასზე მეტი სომეხის დეპორტაცია.
ახლა, „კრიმინალების დასჯის“ შესაძლო მიზნების მიღმა, ალიევი მოიხსენიებს სამხედრო ოპერაციების ყველა მონაწილეს, პირველ რიგში მათ, ვინც დიდი წვლილი შეიტანა მთიანი ყარაბაღის განთავისუფლებასა და განვითარებაში. ამასთან, აზერბაიჯანში არც ერთი სამხედრო დამნაშავე არ არის დასჯილი, მიუხედავად უდაო და ხშირად საჯარო ფაქტებისა. პირიქით, ალიევმა პირადად აჯილდოვა კრიმინალები და ისინი ვინც სომხებს თავს კვეთდნენ.
ბაქოში „დაკარგულთა პრობლემის გადაჭრა“ გრძელდება. საერთაშორისო კონფერენციის “ოჯახების უფლების დაცვა სიმართლის დადგენის” მონაწილეებისადმი მიმართვაში ალიევმა სომეხი ხალხის გმირებს “ომის დამნაშავეები” უწოდა და მათ “პასუხისგებაში მიცემა” მოითხოვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, დღეს აზერბაიჯანის მართლმსაჯულების წინაშე დგას, სომხეთში არც ერთი ადამიანი არ აგებს პასუხს ამაზე, პირიქით, მათ განადიდებენ“, – განაცხადა ალიევმა. „ზოგიერთ პირში“ ვგულისხმობთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერებს, რომლებიც ტყვედ აიყვანეს მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის დროს. ესენი არიან არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ ჰარუთუნიანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით იშხანიანი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევონ მნაცაკანიანი და მისი მოადგილე დავით მანუკიანი.
„თუ სომხეთს ნამდვილად სურს აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევა, მან მკაცრად უნდა დაგმოს აზერბაიჯანელი ტყვეებისა და მძევლების მიმართ ჩადენილი სისასტიკე და დასაჯოს დამნაშავეები. ეს ასევე შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის ნდობის განმტკიცების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება“, – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აზერბაიჯანი სომხეთისგან კონსტიტუციის ცვლილებას და დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითების მოხსნას ითხოვს, სადაც მთიანი ყარაბაღია ნახსენები. ამავდროულად, თავად აზერბაიჯანი არ აპირებს საკუთარი კანონმდებლობის შეცვლას, ის არის აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის მემკვიდრე და რეალურად მიიჩნევს სომხეთის მთელ ტერიტორიას „თავისად“.







