საზოგადოება
2024 წლის „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ სომხეთი წინა წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ 2024 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნებულ „გლობალური ინოვაციების ინდექსის“ ანგარიშში სომხეთი წინა წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა და 63-ე პოზიცია დაიკავა. ინფორმაციას სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე 34 ქვეყანას შორის სომხეთი მე-15 ადგილზეა. წინა წელთან შედარებით სომხეთმა მიაღწია პროგრესს “ადამიანური კაპიტალისა და კვლევის”, “ცოდნისა და ტექნოლოგიების პროდუქტების”, “კრეატიული პროდუქტების”, “ბაზრის დახვეწილობის” და “ბიზნესის პროცესის სირთულის” ნომინაციაში. პარალელურად, კლება იყო „ინსტიტუციების“ სვეტში.







