აზერბაიჯანი რუსულ გაზს ევროპისთვის რეცხავს: Politico

ევროპა აგრძელებს აზერბაიჯანთან გარიგებების გაფორმებას COP29-ზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც არ იყოს რუსული გაზი, მოსკოვი სავარაუდოდ სარგებელს მიიღებს, წერს Politico.
„დასავლური ქვეყნები იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანი დაეხმარება მათ მოსკოვის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დასრულებაში, ისინი ხელს აწერენ ბუნებრივ აირზე შეთანხმებას ბაქოში COP29 კონფერენციაზეც კი, კლიმატის ცვლილების საკითხზე მოლაპარაკებების დროსაც.
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ირონიული სიტუაცია. საქმე იმაშია, რომ ამ გარიგებებმა შეიძლება საბოლოოდ სარგებელი მოუტანოს რუსეთს.
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, ევროკავშირი უკავშირდება რესურსებით მდიდარ აზერბაიჯანს, რათა შეცვალოს რუსული ენერგეტიკა, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ეყრდნობოდა, აზერბაიჯანიც სიამოვნებით ეხმარება მათ. 2022 წელს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან გაზის ექსპორტის გაფართოების მიზნით.
შემდეგ, როგორც COP29 სამიტის მასპინძელი, ავტორიტარულმა ნავთობის სახელმწიფომ ურცხვად გვიჩვენა ახალი შეთანხმებები ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან.
„აზერბაიჯანი ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს ევროკავშირის მთავარ ენერგეტიკულ პარტნიორად“, – ამბობს აურა საბადუსი, ექსპერტი ICIS-ის გაზის ბაზრის შესახებ, „მაგრამ მათ არ აქვთ ასეთი წარმოების შესაძლებლობები.
ეს შეთანხმება მხოლოდ ერთ-ერთი კომპრომისია, რომელსაც დასავლური ქვეყნები ახორციელებენ აზერბაიჯანთან დაახლოებისას. ნავთობის სახელმწიფო ასევე ზედამხედველობს ადგილობრივი უთანხმოების ჩახშობას, რამაც უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, გაამწვავა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მსოფლიო ასპარეზზე.
„ევროპელები აზერბაიჯანს რუსეთის ალტერნატივად ხედავენ, მაგრამ აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა რუსეთისგან ყიდვას ნიშნავს“, – ამბობს აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟალია ბაირამოვა.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანამ გაზარდა ბუნებრივი აირის გაყიდვები ევროპაში 8,6%-ით, რაც დაახლოებით მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს შეადგენს და ეს მხოლოდ დასაწყისია.
სოკარი გეგმავს გაზის წლიური მოპოვების გაზრდას დაახლოებით 37 მილიარდი კუბური მეტრიდან 49 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2033 წლისთვის, რაც ეწინააღმდეგება გლობალური კლიმატის მიზნებ – შეამციროს წიაღისეული საწვავის წარმოება.
ეს ამბიციები აშკარა ჩანდა COP29-ზე, სადაც ალიევმა ხელი მოაწერა გაზის ხელშეკრულებებს სლოვაკეთთან, ბულგარეთთან და სერბეთთან, რითაც ქვეყანას გზა გაუხსნა კონტინენტზე ენერგიის მთავარი მწარმოებლის პოზიციის გასამყარებლად.
თუმცა, აზერბაიჯანში წარმოების მოსალოდნელი ზრდა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია იმ დონეზე, რაც საჭიროა ევროპის მიწოდების ბაზარზე, რითაც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდება.
ამის ნაცვლად, აზერბაიჯანმა დაიწყო ბუნებრივი აირის იმპორტი რუსული გაზპრომიდან, ხელი მოაწერა პირველად კონტრაქტს მინიმუმ 1 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებაზე.
ბაქო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსული გაზის შესაძენად და უკრაინის გავლით ცენტრალურ ევროპაში ტრანსპორტირებაზე, რაც საწვავის მიწოდების შესაძლო გადაწყვეტაა, როდესაც კიევსა და მოსკოვს შორის სატრანზიტო შეთანხმებას ვადა ამოეწურება წლის ბოლოს.
თუმცა, ეს კრეატიული გადაწყვეტა მხოლოდ ნიღაბია უხერხული სიმართლის დასამალად: ფაქტობრივად, აზერბაიჯანი რუსულ გაზს ევროპისთვის გარეცხავს“, – წერს Politico.







