სირიაში ყველაფერი ახლა იწყება, ძალაუფლების გაზიარების „მომხიბლავი“ პროცესი დაიწყება – ექსპერტი

თუ ჩანს, რომ სირიაში ყველაფერი დასრულდა, მაშინ ეს უხეში შეცდომაა, ამის შესახებ ირანოლოგი, ექსპერტი ვარდან ვოსკანიანი თავის Telegram არხში წერს.
„სირიაში ყველაფერი ჯერ კიდევ იწყება და ამ მომენტში ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა მოვლენები იქნება უახლოეს მომავალში.
აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, თურქეთის საჰაერო ძალების უშუალო მონაწილეობით ქურთ და პროთურქულ ძალებს შორის უკვე მიმდინარეობს აქტიური შეტაკებები.
ისრაელში ისინი აქტიურად მუშაობენ გოლანის მაღლობების ჩრდილოეთით სირიის ტერიტორიაზე დრუზების ზოგიერთი ავტონომიური ერთეულის შექმნაზე ან ამ ტერიტორიის ისრაელთან ფაქტობრივ ანექსიაზე.
თავის გამოსვლაში ნეთანიაჰუ სირიელ ქურთებს გამოყოფს, ხოლო ისრაელის მასმედია ქურთული ძალებისადმი ისრაელის შესაძლო მხარდაჭერაზე საუბრობს.
რუსეთი მაინც შეეცდება ტარტუსში საზღვაო ბაზის შენარჩუნებას, ირანი კი სირიაში ჩამოყალიბებული ახალი რეალობის პირობებში ლიბანთან სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფას.
როგორც ნებისმიერი სხვა მსგავსი ორგანიზაცია, „თაჰრირ ალ-შამს“ შეუძლია ადვილად შეცვალოს მხარდამჭერებუ, მით უმეტეს, თუ ერდოღანზე მდიდარ „პატრონებს“ იპოვნიამ და ასეთები ნამდვილად არიან არაბულ სამყაროში.
სირიაში ჩამოყალიბებული ახალი მთავრობაც ამ დროისთვის „იდუმალი“ არის, რადგან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფები „ერთიანდებოდნენ“ მანამ, სანამ ბაშარ ალ-ასადის სახით საერთო მტერი ჰყავდათ, ახლა კი როცა ის წავიდა დაიწყება ძალაუფლების გაყოფის „მომხიბლავი“ პროცესი.







