
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. ვუსურვებ მას წარმატებას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.







