სომხეთის ისტორიის მუზეუმში კვლავ გაიხსნა კილიკიის სომხურ სამეფოსთან დაკავშირებული მუდმივი გამოფენა
სომხეთის ისტორიის მუზეუმში ოთხშაბათს გამოცხადდა “კილიკიის სომხური სამეფო. ღვთის უნარით (XI-XIV სს.)” სახელწოდებით მუდმივი გამოფენის ხელახლა გახსნა“. „არმენპრესის“ ინფორმაციით, წარმოდგენილ ექსპონატებს შორის გამოირჩევა კილიკიის სამთავროსა და სამეფოს მონეტების საინტერესო კოლექცია.

სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას XI-XIV საუკუნეების ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოს, კილიკიის სომხური სამეფოს შექმნის, დაარსებისა და განვითარების შესახებ. წარმოდგენილია ციხესიმაგრეების მშენებლობასთან, მონეტების მოჭრასთან, მეფეთა საგვარეულო ხის ფორმირებასთან, ნაოსნობასთან და სულიერ და კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირებული ექსპონატები.
სომხეთის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა დავით პოღოსიანმა “არმენპრესს”-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ გამოფენის ეს ნაწილი მოდერნიზაციის სამუშაოების გამო დაახლოებით 4 წლიანი შესვენების შემდეგ გაიხსნა. გამოფენას ახლავს დოკუმენტური ვიდეო და ანიმაციები კილიკიის შესახებ.
„რა თქმა უნდა, გამოფენა მცირეა, მაგრამ შევეცადეთ, შესაძლო წარმოდგენა შეგვექმნა კილიკიის სომხური სამეფოს შესახებ. მოხარული ვართ, რომ წელს მოვახერხეთ აღნიშნული მონაკვეთის ხელახალი გახსნა, რომელიც აღჭურვილია ახალი მასალებით. გამოფენამ ჰარმონიულად შეავსო სომხეთის ისტორიის სხვადასხვა ეტაპებთან დაკავშირებული მასალები“, – განაცხადა მან.
დავით პოღოსიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შუა საუკუნეების ვერცხლის ძაფიან აბრეშუმის სამოსზე, რომელზედაც წარწერაა „გახსოვდეს შენი აღსასრული და არასოდეს შესცოდო“. სამოსი სავარაუდოდ დაკავშირებულია სულიერ ცხოვრებასთან.
გამოფენის დამთვალიერებლებს შორის იყო სრ დიასპორის მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. მიხარია, რომ ისტორიის მუზეუმში კვლავ არის წარმოდგენილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი. აუცილებელია სტუმრებმა ფიზიკურად ნახონ და გაიცნონ კილიკიური სომხეთი, გაეცნონ მის შესაძლებლობებს. ვიცით, რომ კილიკიის სამეფო იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როცა სომხეთის მთიანეთში სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ. გარკვეულწილად, ეს იყო ხიდი ძველ სომხურ სახელმწიფოებსა და მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბებულ სომხეთის სხვადასხვა რესპუბლიკებს შორის. კილიკია ისტორიულად ჩვენი იდენტობის ნაწილია“.







