„მშვიდობის გზაჯვარედინზე“ არის აბსოლუტურად სწორი და ბრძნული პასუხი აზერბაიჯანის მოთხოვნებზე – შტეფან მიულერ-ალტერმატი

შვეიცარიის ეროვნული საბჭოს წევრი შტეფან მიულერ-ალტერმატი მიიჩნევს, რომ სომხეთის მიერ წარმოდგენილი პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ არის აბსოლუტურად სწორი და გონივრული პასუხი აზერბაიჯანის მიერ ჩამოყალიბებულ პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე. „არმენპრესის“ კორესპოდენტთან საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა მან სამხრეთ კავკასიაში საკომუნიკაციო მარშრუტების განბლოკვის მცდელობებზე, სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი პროექტის “მშვიდობის გზაჯვარედინზე” და ამ კონტექსტში აზერბაიჯანის ცალმხრივ პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე.
შვეიცარიელი დეპუტატის თქმით, პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ საკმაოდ სერიოზულია და რაციონალურობისა და გონიერების თვალსაზრისით, მას ვერავინ შეეწინააღმდეგება და ის ფაქტი, რომ სომხეთმა წარმოადგინა სერიოზული სამშვიდობო პროექტი, ამხელს აგრესორს, რომელიც შეიძლება მოიძებნოს აზერბაიჯანში“, – ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა.
პროექტი ხელს უწყობს მშვიდობას, მაგრამ ის მოიცავს სხვა საკითხებსაც, რომლებიც ასევე ეხება სომხებს. მისი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ განახორციელოს სამუშაოები, რომლებიც მიმართული იქნება არა მხოლოდ პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, არამედ და მთიანი ყარაბაღის სომხების სამშობლოში დაბრუნებასა და სხვა უფლებების დაცვაზე.
„აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ იმუშაოს, რათა არცახში ჩადენილი უსამართლობა უბრალოდ დავიწყებული არ იქნას. ნათელია, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას არ შეუძლია რაიმე მოთხოვნა წამოაყენოს სამშვიდობო გეგმებში მისი ქვეყნის შედარებით სუსტი პოზიციის გათვალისწინებით. „აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მოითხოვოს არა მხოლოდ პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ განხორციელება, არამედ მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნების, თვითგამორკვევის უფლება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც, ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიელმა დეპუტატმა შტეფან მიულერ-ალტერმატმა.







