საერთაშორისო

სომხეთი კვლავ მიმზიდველია რუსი ბიზნესმენების საგარეო მივლინებებისთვის

2024 წელს სომხეთმა მე-7 ადგილი დაიკავა რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უცხოური მივლინების ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგში. ამის შესახებ ნათქვამია ტურისტული სააგენტო  „აეროკლუბის“  საქმიან კვლევაში, იუწყება ინტერფაქსი.

სომხეთისკენ ნაკადი ერთი წლის განმავლობაში 30 პროცენტით შემცირდა.

აღნიშნულია, რომ 2024 წელს რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა უცხოურ მივლინებებზე 2023 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და მათმა წილმა კორპორატიული მივლინებების საერთო რაოდენობაში 17%-ს მიაღწია.

ჩინეთი გახდა მთავარი მიმზიდველი მარშრუტი რუსული ბიზნესისთვის 2024 წელს. ქვეყანაში მოგზაურობაზე მოთხოვნა 119%-ით გაიზარდა, ხოლო ჩინეთის წილი მთლიან საზღვარგარეთ მივლინებებში 15%-მდე გაიზარდა 2023 წლის 8%-ტან შედარებით. მეორე ადგილი დაიკავა ყაზახეთმა, სადაც  ასევე დაფიქსირდა ზრდა (+10%) და დაიკავა საერთაშორისო მოგზაურობის სტრუქტურის 9%.

თურქეთი, რომელიც აქამდე წამყვან პოზიციას იკავებდა, მესამე ადგილზე გადავიდა, მან  რუსი ბიზნეს ტურისტების 19% დაკარგა.

ნახეთ მეტი
Back to top button