პოლიტიკა

ერევნის მთავრობა ცდილობს შეინარჩუნოს დისტანცია თავის ისტორიულ მოკავშირე რუსეთთან  –  Politico

სომხეთის პარლამენტმა ოთხშაბათს მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იანვარში განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმის გზით.

ახლა მცირე ნაბიჯი გადაიდგა ამ საბოლოო მიზნისკენ, წერს Politico.

სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“, – წერს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კანონპროექტი ინიცირებული იყო მას შემდეგ, რაც პეტიციამ ხელისუფლებას პროცესის დაწყებისკენ მოუწოდა, შეკრიბა 50 000-ზე მეტი ხელმოწერა, რაც პარლამენტში განსახილველად მისატანად იყო საჭირო.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს, რადგან პროცესი მოიცავს ექვს ე.წ.კლასტერებისგან და შემდეგ კი თავებისაგან, რომელიც შეიცავს ქვეყნის შეფასებას  ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა,  ძირითადი უფლებების მოქმედება  და სხვა კიდევ ბევრი რამისგან.

მაგალითად, მონტენეგრომ თავისი პირველი თავი ათ წელზე მეტი ხნის წინ გახსნა და კიდევ 30  უნდა გაიაროს.

ამის მიუხედავად, სომხეთის შემობრუნება ქმნის  დაძაბულობას ისტორიულად მის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირესთან, რუსეთთან.

2024 წელს  ერევნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ დატოვებს კრემლის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელიც  მოსკოვმა შექმნა   ნატოს საპირწონედ, ის  ადანაშაულებს ორგანიზაცის იმაში, რომ არ ჩაერია, როცა  ქვეყანას  თავს დაესხა მეზობელი აზერბაიჯანი.

თუმცა სომხეთი კვლავ დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკასა და ვაჭრობაზე და მის ტერიტორიაზე კრემლის სამხედრო ბაზაა განთავსებული, რაც მოსკოვთან კავშირის სრული გაწყვეტის სირთულეზე მიუთითებს, ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button