მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკომუნიკაციო გზების შესახებ. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სტატია

ყველა რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნა, მათ შორის დასავლეთ აზერბაიჯანიდან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე და პირიქით, სომხეთის რესპუბლიკის მეღრიდან ერასხამდე აზერბაიჯანის ტერიტორიით (ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა) და პირიქით, მთლიანად მომზადებულია, სრ პრემიერმა ნიკოლ ფაშინაიანმა აღნიშნა Armenpress-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში.

„აზერბაიჯანის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ან ესკალაციის გამომწვევი საკითხი არის რეგიონული კომუნიკაციები. აზერბაიჯანი ამბობს, რომ სომხეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და ასახელებს აშკარა ფაქტს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკომუნიკაციო არხები დაკეტილია.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთს არავიტარი ცალმხრივი ვალდებულება არ აქვს. ორივე მხარემ იკისრა  ვალდებულება, გახსნას ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაცია ერთმანეთისთვის. დღეს აზერბაიჯანში არცერთი სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაცია არ არის ღია სომხეთისთვის ან სომხეთით გამავალთათვის, არც გზა, არც რკინიგზა, არც მილსადენი, არც ელექტროგადამცემი ხაზი, არც კაბელი.

სომხეთის ყველა გზა აზერბაიჯანისთვის ღიაა. ჯერ კიდევ 2022 წელს მთავრობამ გაავრცელა გადაწყვეტილების პროექტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამი სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანულ სატვირთო და სამგზავრო მანქანებს შევიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე და, მაგალითად, გაემგზავრნონ ნახიჩევანსა და თურქეთში.

ეს გადაწყვეტილებები არ მიიღეს მხოლოდ აზერბაიჯანის უარის გამო და სომხეთის მთავრობას შეეძლო მიეღო ერთ-ორ კვირაში. რა თქმა უნდა, არ არსებობს ინფრასტრუქტურა ნახიჩევანში მისასვლელად და საჭიროა მათი აშენება, მაგრამ ესეც ასევე შეიძლება გაკეთდეს საკმაოდ სწრაფად.

მაგრამ სწორედ ახლა, მაგალითად, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მომზადების თვალსაზრისით, სატვირთო მანქანებს შეუძლიათ შევიდნენ სომხეთის რესპუბლიკაში ლაჩინ-კორნიძორის საგუშაგოს გავლით, ჩვენი გზებით გადაადგილდნენ სომხეთ-თურქეთის საზღვრამდე და თურქეთში შევიდნენ მარგარას გამშვები პუნქტით, იგივეა საპირისპირო მიმართულებითაც. მსგავსი ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვისთვის  აუცილებელი ფიზიკური ინფრასტრუქტურა ახლაც მზადაა. საჭიროა ,,დე იურე“ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ მზად ვართ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად თუ არის ინტერესი აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან.

ჩვენ უზრუნველვყოფთ ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოებას, მაგრამ თუკი აზერბაიჯანელი მძღოლების და სატვირთო მანქანების ფსიქოლოგიური სირთულეა, ეს ტვირთის გადაზიდვა შეიძლება ორგანიზებული იყოს თურქული სატვირთო მანქანებით, რომლებიც ყოველთვის მოგზაურობდნენ და ახლაც აქტიურად მოძრაობენ სომხეთის გზებზე.

მაგრამ კიდევ ერთხელ, მე მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ სომხეთს არასოდეს უკისრია რაიმე ვალდებულება, წერილობითი თუ ზეპირი, არც კი მიუნიშნებია, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარ ტერიტორიაზე, მათ შორის საერთაშორისო ან აზერბაიჯანული სამგზავრო ან სატვირთო გადაზიდვა, უნდა ან შეიძლება განახორციელდეს სხვა ქვეყნის მიერ. მსგავსი რამ არ ყოფილა, უბრალოდ არ არის. პირიქით, სომხეთმა იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს უსაფრთხოება, რისთვისაც მზად ვართ.

სომხეთს არასოდეს აუღია რაიმე ვალდებულება, წერილობითი თუ ზეპირი, არ დათანხმებულა ან მინიშნებაც კი არ გაუკეთებია, რომ შესაძლოა დაეთანხმოს თავისი სუვერენიტეტის, იურისდიქციის ან ტერიტორიული მთლიანობის რაიმე შეზღუდვას, მათ შორის დასავლეთ აზერბაიჯანიდან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში კომუნიკაციის საკითხზე.

დასავლეთ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან კომუნიკაცია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით არის ქვეთემა რეგიონული საკომუნიკაციო გზების თემაში და აქაც სომხეთს არასოდეს შეუქმნია დაბრკოლება.

უფრო მეტიც, ჩვენ ვიყავით და ვიქნებით მაქსიმალურად შემოქმედებითი და მოქნილი ამ საკითხში. 2022 წელს, აზერბაიჯანის პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენ შევთავაზეთ საპასპორტო, საბაჟო და სხვა კონტროლის ფუნქციებისთვის საერთაშორისო სპეციალიზებული ორგანიზაციების მკოწვევა, რომელსაც არ დაეთანხმა აზერბაიჯანი.

ახლა, აზერბაიჯანის განცხადების გათვალისწინებით, რომ ხანგრძლივი კონფლიქტის გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეები მოერიდებიან სრ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გავლას, შევთავაზეთ ამ ეტაპზე კომუნიკაციის გახსნა ზანგელან-მეღრი-ორდუბადის მიმართულებით და პირიქით, ხოლო ერასხ-ორდუბად-მეღრის და პირიქით მიმართულებებით სარკინიგზო ტვირთის გადაზიდვით, ასევე, წერილობით შევთავაზეთ ვარიანტი, რომელიც არ ლახავს რომელიმე მხარის იურისდიქციას, მხარეთა სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. თუკი ბაქოს საზრუნავია ნახიჩევანთან და პირიქით სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფა, ეს საკითხი გადაჭრილია. რჩება მხოლოდ ის, რომ აზერბაიჯანმა თქვას დიახ. სომხეთის ტერიტორიაზე ნრნაძორ-კარჩევანის რკინიგზის მშენებლობასაც გარკვეული დრო დასჭირდება. რკინიგზის მოკლე მონაკვეთიც უნდა აშენდეს ერასხ-ნახიჩევანთან საზღვარზე, მაგრამ ეს სომხეთ-სომხეთი და აზერბაიჯანი-თურქეთის სარკინიგზო კავშირისთვის აუცილებელია და ეს სამუშაოც შეიძლება სწრაფად შესრულდეს.

იგივე პრინციპით მზად ვართ უზრუნველვყოთ მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების და კაბელების ტრანზიტი აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში. გაუგებარია, რატომ უარყოფს ამ წინადადებებს აზერბაიჯანი, იმედი მაქვს, რომ ესკალაციის ცრუ საბაბის შესაქმნელად არ იქნება.

აზერბაიჯანი ასევე აცხადებს, რომ თუ სომხეთი არ მისცემს გზას ნახიჩევანში, ისინი უზრუნველყოფენ დასავლეთ აზერბაიჯან-ნახიჩევან კავშირს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ეს არის ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის საკითხი და მათი გადაწყვეტილება.

მაგრამ ასევე გასაგებად, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზადაა უზრუნველყოს დასავლეთ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადასასვლელი იმავე სამართლებრივი პირობებით, რასაც ირანი სთავაზობს.

საპასუხოდ, აზერბაიჯანი ამბობს, რომ გადასასვლელი უნდა იყოს შეუფერხებელი. ანუ

ირანით გასვცლა შეფერხხებითაა?, ჩვენ ვამბობთ არა, რომ იმავე სამართლებრივი პირობებით მზად ვართ იგივე გზის მისაცემად?

ორმხრივობის საფუძველზე ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ გადასვლის პროცედურების გარკვეული გამარტივება და ავტომატური მექანიზმების შემოღება მაშ, რატომ უარყოფს აზერბაიჯანი ჩვენს ამ კონსტრუქციულ წინადადებებს?

ჩემი რწმენა ნათელია. „ყველა რეგიონალური ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა, მათ შორის დასავლეთ აზერბაიჯანიდან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე და პირიქით, სომხეთის რესპუბლიკის მეღრიდან იერასხამდე აზერბაიჯანის ტერიტორიით (ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა) და პირიქით, სრულად მომზადებულია და ამის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ აზერბაიჯანის თანხმობა“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button