ევროკავშირის დამკვირვებლების ყოფნა სომხეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბაქოს მხრიდან შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად – ჯონ ინარიტუ

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა და საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიული ქმედებების თავიდან აცილებაში.
„არმენპრესის“ კორესპონდენტთან საუბარში ასეთი მოსაზრება გამოთქვა ესპანეთის პარლამენტის წევრმა ჯონ ინიარიტუმ, რომელმაც შეაფასა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება სომხეთში ევროკავშირის მისიის მანდატის კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესახებ.
„აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციის გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემარკაციის პროცესში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და დიპლომატიის წინსვლისთვის“, – აღნიშნა დეპუტატმა.
თავად გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას სომხეთისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, ინარიტუმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებისკენ.







